აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
,,7. კომისიის აპარატის უფროსს - შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და კომისიის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“.
,,თ) საკუთარი უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს, შიდა აუდიტორს, აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს (გარდა კომისიების აპარატების უფროსებისა);“.
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, ამ რეგლამენტის 48-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და პრესსამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს და შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
,,მუხლი 1411
უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელე, რომელიც ამ რეგლამენტის შესაბამისად, დანიშნულია უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით, შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს შესაბამისი ახალი თანამდებობის პირის არჩევამდე (დანიშვნამდე).“.
,,1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან: აპარატის ადმინისტრაცია, დეპარტამენტები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო, პრესსამსახური, ბუღალტერია და კომისიების აპარატები, რომელთა შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და კომისიების აპარატების – შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანაშემწეს - შესაბამისი უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“.
,,7. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომისიის ან ერთხელ პლენარულ სხდომას, მას დაეკისრება ჯარიმა გაცდენილი დღის ხელფასისა და უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების ოდენობით. უმაღლესი საბჭოს წევრის კომისიის ან/და პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, კომისიის ან/და პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ აღირიცხება და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატსა და ბუღალტერიას შესაბამისი თანხის დასაკავებლად.“.
ჩაქვი, 29 იანვარი 2013 წ. N26 უ.ს.რ.ს. |