აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს შენობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად აღმართულია საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები.
3. უმაღლესი საბჭოს შენობის ფასადზე სრული სახით განთავსდება საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბები.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო ოთახებში განთავსებულია საქართველოს დროშა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და გერბი, ხოლო უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში – საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და გერბი.“.
2. 741 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პლენარული სხდომის კვირის ყოველ ხუთშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 20 წუთისა. ცალკეული უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არა უმეტეს 2 წუთისა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ იმავე აქტით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.“.
4. 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 16 სექტემბერი
№93-უ.ს.შ.ს.