აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90-უ.ს.შ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.30.049.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი;“.

2. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ შეკითხვას.“.

4. 121-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

5. 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა ფორმდება წერილობითი სახით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლეს საბჭოს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.“.

    მუხლი 2

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე              მ. მახარაძე

ბათუმი,

2010 წლის 16 სექტემბერი

№90-უ.ს.შ.ს.