კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№836
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №836

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ქმედებების შესახებ

1 . ,,იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №522 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, 2015 წლის 23-26 აპრილს, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე დელეგაციების მისიათა ხელმძღვანელების სემინარის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული სემინარის მონაწილე, კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს (კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბესიმ ჰასანი და გენერალური მდივანი მეჰმეტ ბოგუჟევჩი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლის მიზნით .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელების სემინარში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი