ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1552
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019623
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №15 52

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

1 . ,,იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი –1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

 

პრემიერ-მინისტრი                 ირაკლი ღარიბაშვილი