2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1109
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1109

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2015 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 15 416 983 (თხუთმეტი მილიონ ოთხას თექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი) ლარს (დანართი №1).

2. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2015 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

3. საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ განკარგულების  მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობისგან განსხვავებული მიმართულებით თანხის მიმართვა შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2015.
როდის იქნა მიღებული „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“?
„2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ მიღებულია 01.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1109. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019277.
სად არის „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“, №1109, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019277 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2869885/