„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №605
2015 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად 7 561 000 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდაერთი ათასი) ლარი;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-დახურვის ოფიციალური ცერემონიალის ნაწილობრივი დაფინანსებისათვის 2 439 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი .
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №605. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018841.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №605, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018841 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2793361/