„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №69 0
2015 წლის 3 აპრილი
ქ.თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად - 23 561 000 (ოცდასამი მილიონ ხუთას სამოცდაერთი ათასი) ლარი;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-დახურვის ოფიციალური ცერემონიალის ნაწილობრივი, ფესტივალის საორგანიზაციო ადმინისტრაციული ხარჯების, ფესტივალის პოპულარიზაცია/რეკლამირების, ჩამოსული სპორტსმენებისა და დელეგატების ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, სამედიცინო და სხვა დანარჩენი ხარჯების დაფინანსებისათვის - 6 439 000 (ექვსი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №690. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018988.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №690, 03.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018988 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2813245/