„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2688
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2688

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №833 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას ეგიდით გასამართ „უეფას სუპერ თასის“ მატჩისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 5 816 425 (ხუთი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი