ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1181
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 3 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) ა(ა)იპ − ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის - 9 317 704 (ცხრა მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხი) ლარი, კერძოდ:
ა.ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო, ადმინისტრაციული, ფესტივალის პოპულარიზაცია/რეკლამირების, ჩამოსული სპორტსმენების, დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, სამედიცინო და სხვა დანარჩენი ხარჯების დაფინანსებისათვის 5 190 000 (ხუთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;
ა.ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანსხვადასხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების, სპორტული და სხვა ინვენტარისა და შესაბამისი აღჭურვილობისდასაფინანსებლად 4 127 704 (ოთხი მილიონ ას ოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხი) ლარი;
ბ) საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 682 296 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, თბილისში მძლეოსნობის არენის მშენებლობისა და აღჭურვის დასაფინანსებლად.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით გაზრდის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო რესურსის მოძიება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 04.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1181. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019285.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №1181, 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019285 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2872111/