საქართველოში 2015 წელს გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№725
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №7 25

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში 2015 წელს გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელიქმედებების შესახებ

1 . „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართვე­ლოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N522 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, 2015 წლის 9-18 აპრილს, ქ. თბილისში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავში­რე­ბით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (არბ­ნორ კრასნიქი, ასტრიტ ჰასანი, ილირ ტაფარამი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესა­ბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნ­ქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზეშემოსვლის მიზ­ნით .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტ­ში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზეშემოსვლა და მათი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაარ ნიშნავს საქართვე­ლოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი