ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1788
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1788

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ქმედებების შესახებ

 

1. „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში (ქ. ბათუმი, 2016 წლის 18-31 ოქტომბერი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ  აღნიშნული ჩემპიონატის მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის)  დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები და თანმხლები პირები).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლა და მათი ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის)   რაიმე ფორმით აღიარებას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი  კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.09.2016.
როდის იქნა მიღებული „ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“?
„ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“ მიღებულია 01.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1788. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022150.
სად არის „ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“, №1788, 01.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022150 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3396299/