2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1034
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1034

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ტყიბული 150-ს“ (კომპანიის მოქმედი დასახელება – შპს „სიპაუერი“) შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტის შესაბამისად, შპს „სიპაუერის“ მიერ ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დაცვით ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის/რეკონსტრუქციის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და ღონისძიებების შეუსრულებლობის შესახებ. 

2. განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების 3.1.4 და 4.2. პუნქტებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამავე ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები ამოიწურა შესაბამისად 2016 წლის 16 ივლისს, 2016 წლის 16 სექტემბერსა და 2016 წლის 16 ოქტომბერს ისე, რომ დღემდე საქართველოს მთავრობისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი და ამ უკანასკნელის მიერ არ დადასტურებულა კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების ფაქტი, შპს „სიპაუერს“ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის/მთავრობისთვის ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარდგენისთვის დამატებით განესაზღვროს ვადა ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირისა.  

3. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, განკარგულების მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ საქართველოს მთავრობისთვის შპს „სიპაუერის“ მიერ ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება, ხოლო კომპანიის მიერ შესაბამისი ვალდებულებების ზემოაღნიშნულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წინადადების წარმოდგენა შემდგომში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი