საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №261
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. კახეთის რეგიონში ავანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 7.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის სრული ოდენობით (23.000.00 აშშ დოლარი) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვა.
2. ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საბანკო გარანტიის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვის თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
3. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შპს „ენერგო ინვესტთან“ ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ვადების გაგრძელების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება და შესაბამისი შეთანხმების პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა, შემდგომი განხილვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი