2015 წლის 31 აგვისტოს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1567
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1567

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

2015 წლის 31 აგვისტოს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად სს „ნენსკრა ჰიდროს“ (ს/კ: 405112220) მიერ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში მომზადებული და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წარდგენილი „მიწის ანგარიში“.

2. დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული „მიწის ანგარიშის“ მიხედვით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განთავსების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან/მფლობელებთან/ფაქტობრივ მოსარგებლეებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების/წინარე ხელშეკრულებების გაფორმება და ყველა საჭირო ქმედებების განხორციელება აღნიშნული პირების სარგებლობაში/მფლობელობაში/ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის/სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების/დათმობის მიზნით, ამავე „მიწის ანგარიშში“ მითითებული შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განთავსების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შემდგომში მათი სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გადაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი