2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №95

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყონ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განთავსების არეალში მოქცეული სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.

2. სს „საპარტნიორო ფონდმა“ პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან სს „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვების, მასთან დაკავშირებული ღონისძიებების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უფლებრივი რეგისტრაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება, ასევე ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კერძო მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მომზადებული საექსპერტო-აუდიტორული დასკვნის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა. ამასთან, აღნიშნული დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებაში მონაწილე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებით დადგენილ სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს აღნიშნული ქმედებების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა.

3. 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების 8.2. პუნქტის „b(i)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების  (მასზე არსებული შენობა-ნაგებობების) შესყიდვა, სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი ანაზღაურების პირობით.

4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად შესყიდული მიწის ნაკვეთების (მასზე არსებული შენობა-ნაგებობების) სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ დროებითი სარგებლობის ვადით გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, 2015 წლის 31 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.02.2016.
როდის იქნა მიღებული „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 01.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020750.
სად არის „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №95, 01.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020750 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3185668/