ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშების (ახალგაზრდებს შორის) ევროპის ტურში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2324
2016 წლის4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშების (ახალგაზრდებს შორის) ევროპის ტურში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
1. „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშების (ახალგაზრდებს შორის) ევროპის ტურში (ქ. ქუთაისი, 2016 წლის 8-13 ნოემბერი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 7-14 ნოემბრის პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და სხვა თანმხლებ პირებს).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასის გათამაშების (ახალგაზრდებს შორის) ევროპის ტურში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი