ქ.ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№437
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №437

2015 წლის 9 მარტი

 ქ. თბილისი

ქ. ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

      1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ოქტომბრის №1934 განკარგულებით მოწონებულ ინტერესთა გამოხატვის პირობებში შესატანი შემდეგი ცვლილებები:

       ა) ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის 10 აპრილის 14.00 საათი;

       ბ) 2018 წლის თებერვლის ბოლომდე წელიწადში მინიმუმ 2 (ორი) მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;

       გ) ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება და წარმოების დაწყება არა უგვიანეს 2019 წლის თებერვლისა;

      დ) ხელშეკრულების ხელმოწერამდე, გამყიდველისათვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და საქართველოს ეროვნული ბანკის ან ადგილობრივი კომერციული ბანკის მიერ დადასტურებული 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და მოქმედი იქნება 2019 წლის 1 ივლისამდე.

       2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი