დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №306
2013 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ, მათი განსახლების ობიექტებში (მდებარე ქ. თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო - ოქროს საწმისი და ქ. თბილისი, ბაქოს ქ. №1-ში ყოფილი №3 სამკურნალო ცენტრი), მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 6 111 (ექვსი ათას ას თერთმეტი) ლარი.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება განახორციელოს სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“?
- „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“ მიღებულია 04.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №306. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“, №306, 04.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2212196/