GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავ რ ობის
განკარგულება №1113
2014 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ,,GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალის ოფერტისა და აქცეპტის წერილის დამატება 1 - ის“ პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ,,GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალის ოფერტისა და აქცეპტის წერილის დამატებას 1 - ს“.
3. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტით განსაზღვრული მასალის მიღება და განკარგვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი