„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება№1/55
2014 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;
ბ)მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;
გ)მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.“;
დ)მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ზუგდიდის, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;
ე)22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - თელავის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;
ვ)30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;
ზ)31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი