„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/59
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/59

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის:

ა) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია.

4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, ასევე განიხილავს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოში შესულ შუამდგომლობებს, წარდგინებებსა და სხვა საკითხებს. 

5. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ატარებს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და წინასასამართლო სხდომებს, განიხილავს გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობებსა და გამოძიების ეტაპთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-7 პუნქტები: 

„6. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 99 მოსამართლით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 33 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - 22 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 24 მოსამართლით;

დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში - 20 მოსამართლით.“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                      ლ. მურუსიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2016.
როდის იქნა მიღებული „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/59.
სად არის „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1/59, 15.02.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3260195/