„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/55
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება№1/55                                      

2014 წლის 16 ივნისი                                

ქ. თბილისი

 „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;

ბ)მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;

გ)მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.“;

დ)მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ზუგდიდის, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;

ე)22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - თელავის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;

ვ)30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“;

ზ)31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“. 

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2014.
როდის იქნა მიღებული „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №1/55.
სად არის „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1/55, 16.06.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2387427/