„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №29 |
|
2014 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21.11.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
11. დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
2. პირველი მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 19. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმისწარმოების წესი; ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი; გ) სასჯელაღსრულების დაწესებულების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა; დ) პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი; ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრის განსაზღვრა და დანიშვნის წესი; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების განსაზღვრა; თ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესი და პირობები; ი) სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია; კ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი; ლ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი და პირობები.“.
3. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გარდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ საჭიროებენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოების მიერ მისაღები (გამოსაცემი) იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც განისაზღვრება: ა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები; ბ) შესაბამის უწყებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა სოციალურ დაცვასთან და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები; გ) მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსები; ე) შრომის შინაგანაწესი; ვ) სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების წესი; ზ) უწყებრივი მედლების დამტკიცება და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები; თ) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა; ი) სამსახურების ლოგოს, ემბლემის, სხვა სიმბოლიკის, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, სპეციალური ჟეტონის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშები; კ) საავიაციო საქმიანობის, აგრეთვე საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები; ლ) თანამშრომელთა სამსახურში მიღებასთან, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; მ) სამსახურის გავლის, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხები; ნ) დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების (დანაყოფების/ერთეულების) და ტერიტორიული ორგანოების დებულებები/წესდებები; ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მათი გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესები; პ) მოწმობების, სერტიფიკატების, დიპლომების, ცნობების, შეტყობინებების, რეესტრების, ჟურნალების და სხვა ფორმები, მათი წარმოების/გამოყენების წესები; ჟ) სათათბირო ორგანოების/საბჭოების/კომისიების საქმიანობის წესი, შემადგენლობა და დებულება/წესდება; რ) იურიდიული პირის დაფუძნებასთან, რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები; ს) ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის ან/და არარად აღიარების საკითხები; ტ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვასთან, გაცემასთან და ტარებასთან დაკავშირებული საკითხები; უ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი; ფ) ელექტრონული საქმისწარმოების წესები; საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|