სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“

აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 5 აგვისტო ს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე-9 სართული.

 

დღის წესრიგი:

 

1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ 2013 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების განხილვა და დამტკიცება;

2. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ 2014 წლის აუდიტორის არჩევა;

3. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ წესდებაში ცვლილებების შეტანა;

4. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2014 წლის 26 ივლისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“ აქციონერთა 2014 წლის 5 აგვისტოს საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - სს „კავკასრეესტრი“, 2014 წლის 11 ივლისის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2014 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №74.

 

დირექტორი                                             თამაზ მიქაძე