ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.07.2014 ძალადაკარგული 20.11.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.129.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2014 წლის 17 ივლისი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონოს 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურისა   და ტერიტორიის    კეთილმოწყობის  სამსახურის  დებულება (დანართი№1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №8 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის  სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურისა   და ტერიტორიის

კეთილმოწყობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი  განისაზღვრება  გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე. 
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ზ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; 
ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ლ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
მ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.