სს „თბილისის თბოელექტროცენტრალის“ აქციათა 98.4%-ის მესაკუთრე „ჯი არ დი სი ბ.ვ.“-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „თბილისის თბოელექტროცენტრალის“ აქციათა 98.4%-ის მესაკუთრე „ჯი არ დი სი ბ.ვ.“ განცხადებააქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „თბილისის თბოელექტროცენტრალის“ (ს/კ: 202 886 190) (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“) ხმის უფლების მქონე აქციათა 98.4%-ის მესაკუთრე „ჯი არ დი სი ბ.ვ.“ (GRDC B.V,ნიდერლანდები 21.02.2007, სარეგისტრაციო №32121830, იურიდიული მისამართი: უტრეხტსევეგ 95, 1213, TN ჰილვერსუმ, ნიდერლანდები)აცხადებს, რომ მას კომპანიის აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის აქციები. აქციათა გამოსყიდვის მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მართვის ოპტიმიზაცია და ეფექტურად განხორციელება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯი არ დი სი ბ.ვ.“ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
კომპანიის აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
კომპანიის აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, „ჯი არ დი სი ბ.ვ.” აქციების გამოსასყიდ თანხას განათავსებს კომპანიის აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობათ კომპანიის დარჩენილ აქციონერებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვამდე, „ჯი არ დი სი ბ.ვ.“ გამოხატავს მზადყოფნას შეიძინოს კომპანიის აქციები ყველა დაინტერესებული აქციონერისგან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:
1. სს „თბილისის თბოელექტროცენტრალის” დირექტორს - ბ-ნ რევაზ გელაშვილს, ტელ.: 599 58 07 13 ან/და
2. „ჯი არ დი სი ბ.ვ.“-ს ფინანსურ მენეჯერს - ნათია ხელაიას, ტელ.: 577 95 70 00
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – „ეროვნული რეესტრი“, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231 11 74, 599 930 155.