სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხანის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ |
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „დ&ლ სერვისი“ განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.
სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „დ&ლ სერვისი“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „დ&ლ სერვისის“ წარმომადგენელს – არჩილ ხომასურიძეს, მის: ქ. თბილისი, აბო თბილელის №10, ტელ.: 577556699, ელექტრონული მისამართი: akhomasuridze@dls.ge.
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა (ი. მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული. ოფისი №714, 0162, ტელ.: (+995 32) 2225351; ფაქსი (+995 32) 2251560; info@usr.ge.
შპს „დ&ლ სერვისის“ დირექტორი არჩილ ხომასურიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“?
- „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“ მიღებულია 07.05.2019. მიმღები ორგანო — შპს „დ&ლ სერვისი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ“, №0, 07.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4556724/