1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

გ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;

დ) საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ე) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ვ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილება – დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათი – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

ლ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

მ) მერის, მერიის სამსახურების უფროსებისა და მერიის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.
თავი XVII
საკრებულოს აპარა