1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით.
2. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს.
3. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდ