1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით.

2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს.

3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდ