ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის,ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2014 წლის 14 ივლისი დ. ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისიის დებულება
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;
დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ;
ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
თ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
კ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ;
ლ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების პროექტების, სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს შესახებ;
ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ; განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;
ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ;
რ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;
ს) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) ბუნებრივი რესურსების სამუშაო ჯგუფი.
გ) ინფრასტრუქტურის სამუშაო ჯგუფი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის,ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
1.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №14 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე №14 . 2010 წლის 19 აგვისტო, მუხლი 349);
2.
.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №15 დადგენილება(საკანონმდებლო მაცნე №14, 2010 წლის 19 აგვისტო, მუხლი 346).ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისიის დებულებაეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.
1.
.საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია(შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2.
კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3.
კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.4.
კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით1.
კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ; რ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; ს) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.1.
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 37 მუხლის პირველი პუნქტისა და საკრებულოს რეგლამენტის 26–ე, 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.
კომისიის თავმჯდომარე:3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.