1.
. გამგეობის სამსახური არის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის  და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4.
გამგეობის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა  და  კეთილმოწყობის სამსახური;

დ)ზედამხედველობისა და არქიტექტურისა   სამსახური:

ე)ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური;

ვ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) სახანძრო-სამაშველო სამსახური.

5.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით