1.
გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - დაბა ხარაგაული , პატარა ხარაგაული)
ბ) ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ბაზალეთი, ღარიხევი, ქროლი ,წიფი);
გ) ბორითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი);
დ) ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ვარძია);
ე) ვახანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ვახანი, სერბაისი, ზედუბანი);
ვ) ზვარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ზვარე, ჩრდილი, ნუნისი );
ზ) კიცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი კიცხი, ბორი, საქარიქედი, კიცხის იგორეთი, თეთრაწყარო);
თ) ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, პატარა სახვლარი);
ი) ლაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი );
კ) მოლითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი მოლითი, დეისი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ნებოძირი, ქვები, ბაბი,ანიულა );
ლ) ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ნადაბური, გოლისი);
მ) სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი სარგვეში, ხორითი, საბე , მიროწმინდა);
ნ) საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული,სხლითი, ჩხერი, ვანი.);
ო) ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ფარცხნალი, ახალსოფელი , ისლარი , ღუდუმექედი);
პ) ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ხიდარი).
ჟ) წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი წყალაფორეთი, ხონი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხაეთი);
რ) წიფის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი , ფონა);
ს) ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ღორეშა);
ტ) ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ხუნევი , გედსამანია, ვერტყვიჭალა , ბჟინევი, ვერტყვილა);
უ) ხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -სოფელი ხევი, წაქვა, გრიგალათი, ციცქიური);
4.
გამგებლის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ;
ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.
5.
გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე