1.
. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობისათვის დგება თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომელიც შეიცავს სამუშაოთა აღწერილობას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2.
. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
3.
საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
4.
გამგებლის პირველი მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.
5.
მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამგებლის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.თავი V
გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2024
მუხლი 16. გამგეობის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. გამგეობის სამსახური
- მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 12. სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 13. გამგებლის წარმომადგენელი
- მუხლი 14. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
- მუხლი 15. გამგეობის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
- მუხლი 17. გამგეობაში ვაკანსიის გახსნა
- მუხლი 18. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 19. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
- მუხლი 21. სამსახურებრივი დაწინაურება
- მუხლი 22. სამსახურებრივი გადაყვანა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №17, 14.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016162 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2394446/muxli-16/