1.
საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ) განხილვის საგანი;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვტილება.
3.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და გამგებელს.
4.
საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.
5.
საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.თავი V
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფებ