1.
საკრებულოს კომისიებია:
ა) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;
ბ) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ;
დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისია ;
ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.
2.
საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე