ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2014 წლის 14 ივლისი ქ. ბოლნისი |
25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.
ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“-ს მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლის და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის და გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ)მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) ვეტერანთა, დევნილთა, ლტოლვილთა დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;
ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;
თ) მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა (სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი) უფასი კვებით უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;
ი)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და დამტკიცებული პროგრამების შესრულების განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და დამტკიცებული პროგრამების შესრულების განხორციელების კოორდინაციას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას;
ვ)ვეტერანთა, დევნილთა, ლტოლვილთა დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;
ზ)მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა (სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი) უფასი კვებით უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.