ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრები დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 14.07.2014
ძალაში შესვლა 14.07.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010080000.35.158.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 283 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2014 მიღება
14.07.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრები დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2014 წლის 14 ივლისი ქ.ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-4 მუხლის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 შეიქმნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს   მათი საზღვრები   მუხლი 2🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრებია: ა)  ქ. ბოლნისის  ადმინისტრაციული ერთეული; ბ) დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის ადმინისტრაციული ერთეული; გ) დაბა თამარისის, სოფელ  ცურტავის და  სოფელი  ფარიზის ადმინისტრაციული ერთეული; დ)სოფლების: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთის ადმინისტრაციული ერთეული; ე) სოფელ ტალავერის და  სოფელ  სავანეთის ადმინისტრაციული ერთეული; ვ)სოფლების: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი და ხატავეთის  ადმინისტრაციული ერთეული ; ზ) სოფლების: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი და ხატისოფელის ადმინისტრაციული ერთეული; თ) სოფელ  რატევანის  და  სოფელ  ზვარეთის ადმინისტრაციული ერთეული; ი) სოფელ ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეული; კ) სოფლების: ბოლნისის, ზემო ბოლნისის, სამწვერისი და  ფოლადაურის  ადმინისტრაციული ერთეული ; ლ)  სოფლების: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი და  სენების ადმინისტრაციული ერთეული ; მ) სოფლების: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და  ჭრეშის ადმინისტრაციული ერთეული  ; ნ) სოფელ ტანძიის ადმინისტრაციული ერთეული; ო) სოფლების: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი და  საბერეთის ადმინისტრაციული ერთეული; პ) სოფელ დისველის ადმინისტრაციული ერთეული   მუხლი 3🔗  ამ დადგენილების  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  5 აპრილის  №26 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010080000.35.158.016034) და ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის  6 მარტის  №14 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010080000.35.158.016078). მუხლი 4🔗  ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014 წლის 14 ივლისიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი