„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №447 |
|
2014 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა
და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 30 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ლიტვის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|