საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 15.07.2014
ძალის დაკარგვა 24.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №450
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.018070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №450
2014 წლის 15 ივლისი
ქ.თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/ განკარგვის თანდართული წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/ განკარგვის წესი და პირობები
1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში - ISAF) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში - სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):
ა) რომელიც ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მიერ ცნობილია:
ა.ა) უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს;
ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეაიარაღებული ძალების მიერ დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ:
ბ.ა) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების საქართველოში დაბრუნებისათვის ან ახალი დისლოკაციის ადგილზე გადატანისათვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ღირებულებას;
ბ.ბ) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია ტრანსპორტირებისას მომეტებული საფრთხის გამო.
2. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში - წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან წინასწარი შეთანხმებით.
3. წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას და საკუთრებაში გადასაცემი ან გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და რაოდენობას.
4. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების:
ა) განადგურების შემდეგ, უნდა შედგეს განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს განადგურებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების თარიღს, ადგილს და განადგურებაში მონაწილე პირთა (არანაკლებ სამი) ხელმოწერებს;
ბ) საკუთრებაში ან გასანადგურებლად გადაცემისას, უნდა შედგეს ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისად, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების/გადაცემის თარიღს, ადგილს და უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებს.
5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.
6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს შეიარაღებული ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე.