საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №467 |
|
2020 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
|
საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის (შემდგომში – თავდაცვის ძალები) განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) განადგურებისა და განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს უვარგისად ან/და ტრანსპორტირებისათვის უვარგისად ცნობილი, აგრეთვე ტრანსპორტირებისთვის ეკონომიურად მიზანშეუწონლობის გამო ქონების განადგურებისა და საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებს.
1. განადგურებას შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) ქონება, რომელიც ცნობილ იქნა შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისად;
ბ) ქონება, რომელიც ცნობილ იქნა ტრანსპორტირებისათვის უვარგისად;
გ) ქონება, რომლის განადგურება გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებით;
დ) ქონება, რომლის ტრანსპორტირება ეკონომიურად მიზანშეუწონელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ეს ქონება თავდაცვის ძალების მიერ გამოყენებისათვის უვარგისია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ამ ქონების ტრანსპორტირებამ შეიძლება, გამოიწვიოს მომეტებული საფრთხე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას:
ა) თავდაცვის ძალების სასწრაფო ევაკუაციის გამო, თუ ამ ქონების ტრანსპორტირება შეუძლებელია;
ბ) ამ ქონების მოწინააღმდეგის ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, თუ ამ ქონების ტრანსპორტირება შეუძლებელია.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონება ექვემდებარება განადგურებას, თუ ამ ქონების საქართველოში ან/და თავდაცვის ძალების სხვა დისლოკაციის ადგილზე ტრანსპორტირებისთვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება ამ ქონების ფაქტობრივ ღირებულებას.
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ქონება შეიძლება, გაანადგუროს:
ა) თავდაცვის ძალებმა ანდა სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“;
ბ) უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ან მისგან უფლებამოსილმა სხვა პირმა.
2. ქონების განადგურება ხდება მის ადგილსამყოფელზე ან/და ქონების განადგურების ადგილი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქონების განადგურების შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) მის მიერ უფლებამოსილი პირის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) გასანადგურებელი ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას გასანადგურებელი ქონების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გასაზღვრული გარემოებების დამადასტურებელ დასკვნას (შესაბამის მტიცებულებებთან ერთად);
დ) ინფორმაციას განადგურების ადგილის, ვადისა და განადურებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ.
4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქონების განადგურების შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას იღებს საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციაში მყოფი თავდაცვის ძალების შესაბამისი კონტინგენტის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი) მინისტრთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ ქონების განადგურების შემდეგ უნდა შედგეს ქონების განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) განადგურებული ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას განადგურებული ქონების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ;
გ) ინფორმაციას განადგურების ადგილის, ვადისა და განადგურებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ;
დ) განადგურებაში მონაწილე არანაკლებ სამი პირის ხელმოწერას.
7. ქონების განადგურების აქტი მისი შედგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში წარედგინება მინისტრს.
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ქონება, მისი განადგურების მიზნით, უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობით გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
3. ქონების გადაცემისას მხარეებს შორის უნდა შედგეს ქონების გადაცემის აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და უფლებამოსილი პირების ხელმოწერას.
4. ქონების გადაცემის აქტი მისი შედგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში წარედგინება მინისტრს.
თავდაცვის ძალების ან/და სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ქონების განადგურების, აგრეთვე ქონების გასანადგურებლად ქონების სხვა პირისათვის გადაცემის სახელმძღვანელო სტანდარტულ ოპერაციებს (სოპ) ამტკიცებს მინისტრი.