ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2014 წლის 16 ივლისი ქ. ახალქალაქი |
|
2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობისდა მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით
2. გარემოს დაცვის სფეროში:
ა) ცხოვრების თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ ჯანსაღ გარემოს შექმნას;
ბ) მოსახლეობისათვის ბუნებრივი გარემოთი სარგებლობისათვის საჭირო გარემოს შექმნა;
გ) მიაწოდოს მოსახლეობას დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) უზრუნველყოს მოსახლეობისათვის, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური განათლება, იზრუნოს გარემოს დაცვითი ცნობიერების დონის ასამაღლებლად
ე) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვით სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღების პროცესში;
ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ანაზღაურების მიღება მისთვის მიყენებული ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
3. აგრარულ საკითხთა სფეროში:
ა) კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობას.
ბ) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას;
გ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან;
ზ) სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
თ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა.
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;
ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) სამანდატო და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
ბ) საკადრო პოლიტიკის და ეთიკის სამუშაო ჯგუფი.
5. სამანდატო და საპროცედურო საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,ა" – ,,ი" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
6. საკადრო პოლიტიკის და ეთიკის სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,კ" – ,,მ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.