ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შესული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ითანხმებს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ე) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებების და განკარგულებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
2. კომისიის დამატებითი უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულ