2. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (არა უმეტეს ორი).
3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მდივნის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
4. ახლად არჩეული საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევამდე და საკრებულოს ბიუროს პირველ შეკრებამდე საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საკრებულოს სხდომა საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე.
5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.
6. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებ