ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს საკრებულოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;
დ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;
ე) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;
ვ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს;
ზ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;
თ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე;
ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებები