„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) პირების სპეციალური წოდების, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა, შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი.
№3428–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3428. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.040.05.001.002.349.
- სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №3428, 30.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.05.001.002.349 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24100/