კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.07.2014 ძალადაკარგული 20.12.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2014 წლის 18 ივლისი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს N10 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560