დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესაბამისი ბაზრის წინასწარი  კვლევის უზრუნველყოფა;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ი) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან  წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;

ლ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის  დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

მ) სამინისტროსა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტსა და პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ნ) სამინისტროს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიური და ყოველ კვარტალური ხარჯთანუსხის მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის;

ო) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენა;

პ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება