1. დეპარტამენტის საჯარო სამსახურს ეწევიან მთავარი სპეციალისტები (შემდგომში-მთავარი სპეციალისტი).

2. მთავარ სპეციალისტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. მთავარი სპეციალისტი:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობს დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

ვ) ამზადებს და  დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

დანართი №9

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების

დეპარტამენტის დებულე